Saturday, April 17, 2010

ვაზი და ღვინო

1.პროექტის სახელწოდება– ვაზი და ღვინო
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ვაზის შესახებ,ქმნიან თვალსაჩინოებებს,აკეთებენ პლაკატებს,ხატავენ სხვადასხვა ჯიშის ყურძენს,მოიძიებენ საკითხებს მითოლოგიიდან,გადაიღებენ სურათებს და განათავსებენ საიტზე.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: ვაზის ისტორია,როგორ არის იგი მითოლოგიაში მოხსენიებული? რა კავშირია ვაზსა და ქრისტიქნობას შორის საქართველოში.მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას,როგორც ინტერნეტის,ასევე გამოკითხვის საშუალებით.შეისწავლიან ზოგიერთი ჯიშის თავისებურებებს.გაეცნობიან ყურძნის პროდუქტებს,მის სამკურნალო თვისებებს.მის მხატვრულ ღირებულებებს.გამოკითხვით დაადგენენ ღვინის,ფელამუშის,ჩურჩხელის მომზადების ტექნოლოგიას. შეფასდება, თუ რაოდენ ორიგინალურად არის გადმოცემული თეორიული მასალა. მოსწავლეები შექმნიან საქართველოში არსებული ჯიშების ფოტო მასალას და კატალოგს,განათავსებენ მათ ინტერნეტში.
4.მონაწილეთა ასაკი:12–14წწ.
5.ვადები–ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2–3 კვირის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება,სპეციალური კითხვარების შედგენა,რომლის მიხედვითაც გამოკითხვას ჩაატარებენ ახლობლებში.სურათების გადაღება,ტექსტების წერა,წარდგენა,ბლოგების შექმნა,ღვინის და თათარის მომზადების ტექნოლოგიების მოძიება.საუკეთესო მასალის შერჩევა ელექტრონული წიგნისათვის.ერთმანეთის ნამუშევრების შეფასება–შერჩევა,თანამშრომლობა.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას მრავალ საგანში: ბიოლოგიაში,შეისწავლიან ყურძნის და ღვინის დადებით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე,ისტორია–მითოლოგიაში,გაეცნობიან ღვინის წარმოშობის ისტორიას და განიხილავენ,როგორც ღვთიურ სასმელს; თეოლოგიაში–გაეცნობიან,საქართველოში ქრისტიანობის შემომტანი ნინოს ვაზის ჯვრით შემოსვლას; შეისწანლიან ქართულ ხალხურ ტრადიციებს–ფელამუშის და ჩურჩხელის მომზადებას; ისაუბრებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ტრადიციებზე, რთველის შესახებ; შექმნიან ელექტრონულ წიგნს ილუსტრაციებით,გააკეთებენ საქართველოში წარმოებული ღვინოების კატალოგს.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტების (ბლოგები,ფოტოები,ელექტრონული წიგნი და კატალოგი)გაცნობა იმ ადამიანებისათვის,ვინც არ არის ჩართული პროექტში.ამ პროექტის საშუალებით ადამიანები გაეცნობიან ინფორმაციას ვაზის ჯიშების,მისი წარმოშობა–განვითარების შესახებ, გაეცნობიან ყურძნისგან მისაღები პროდუქტების ტექნოლოგიებს. ვაზი და ღვინო ქართული სიმბოლოებია.
9.სამუშაო ენა: ქართული, რუსული
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ბიოლოგიასთან,ისტორიასთან,მითოლოგიასთან,ქართულთან,რუსულთან,ხელოვნებასთან და ა.შ.
11. პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.
12.ფასილიტატორის ელ–ფოსტა: nagulashvili139@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:


Tuesday, April 6, 2010

ნინო აგულაშვილი

ნინო აგულაშვილი